logo
ENG



პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი "ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პუტინია"

17 ნოე 202315:41
3 წუთის საკითხავი
 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი "ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია".

ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია "МГИМО 360"-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს. ამის შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.

რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მას განცხადება არ გაუკეთებია.


close დახურვა